logo
ENG


კალაძე: შეიძლება, ადამიანი ენმ-ს მხარდამჭერი იყოს, მაგრამ მე მაძლევდეს ხმას
კახა კალაძე
10 სექ, 2021 16:42
კალაძე: შეიძლება, ადამიანი ენმ-ს მხარდამჭერი იყოს, მაგრამ მე მაძლევდეს ხმას
  • 1236ნახვები

რაც შეეხება ჩემს პირად რეიტინგს, ყველაზე კარგი საზომი არის რიგითი თბილისელების დამოკიდებულება ჩემდამი, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ვპირდები, რომ ამ სიყვარულსა და პატივისცემას დავუბრუნებ განხორციელებული მასშტაბური და საინტერესო პროექტებით ქალაქში.

შეიძლება, პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მქონდეს [ვიდრე ქართულ ოცნებას], იმიტომ, რომ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მოსწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები. შეიძლება ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყოს, მაგრამ, როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხმას, ბევრია ასეთი ადამიანიც.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე "ედისონ რისერჩის" კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა