logo
ENG


გიგიაძე ევროკავშირში ელჩის დაბარებაზე: ეს საკითხი მარტივად არ დაიხურება
გიგი გიგიაძე
22 სექ, 2021 14:21
გიგიაძე ევროკავშირში ელჩის დაბარებაზე: ეს საკითხი მარტივად არ დაიხურება
  • 794ნახვები

ელჩის დაბარება არის ძალიან მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ეს საკითხი მარტივად არ დაიხურება და დასჭირდება ძალიან კონკრეტული ახსნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რასთან გვაქვს საქმე, რა მოხდა რეალობაში, როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის დიპლომატები იყვნენ ფარული მიყურადების ობიექტები საქართველოში და როგორ ხედავს ამას საქართველოს ხელისუფლება.

ვფიქრობ, რომ ელჩების მიერ აღნიშნული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ევროკავშირმა გადადგას შემდეგი ნაბიჯები და ჩვენ ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, თუ რა იქნება ეს. ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველო-ევროკავშირის ნდობის ხარისხზე, საქართველოსადმი ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდება და რა თქმა უნდა, ეს ყველა სფეროზე ჰპოვებს ასახვას.

თქვა ფორმულას ეთერში დანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგი გიგიაძემ სუს-ის მოსმენების გამო ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებაზე.

სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ თანამშრომლებთან.



ასევე ნახეთ
close დახურვა