logo
ENG


ვაშაძე: დასავლელი პარტნიორების განწყობა უკიდურესად მძიმეა იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია
  • 1253ნახვები

სუს-ის მასალების გამო ბოდიში მოვუხადე ევროკავშირის ელჩებს იმიტომ,რომ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, ვერ შედგა როგორც ჩანს ჯერ იქამდე, რომ დიპლომატიურ კორპუსს არ უსმენდნენ. მე ბოდიში მოვიხადე და ვუთხარი, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, ეს არის ქართული ოცნების დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც მათ ააგეს. 

ზოგადად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განწყობა არის უკიდურესად მძიმე იმ ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია და პირობა არის იმის, რომ ის უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი, რომელიც არის მათი მეშვეობით შეეცდებიან, რომ სრულფასოვნად შეაფასონ ის გარემო, რომელშიც ვართ.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ფორმულას ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა