2000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს, ეს არ არის უბრალო გაერთიანება - ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა - თავისუფალი, მებრძოლი...
აქვე, პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს საწარმოს წინ, ერთი წარწერით - გავიფიცეთ! ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს. ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ რომ ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი ბიზნესის გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად რომ ხელის გულზე გატაროს.
განაცხადა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გიორგი თარგამაძის ფორმულაში.