logo
ENG


ბოკერია: თავისუფალი სამყარო მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ
გიგა ბოკერია
26 სექ, 2021 12:35
ბოკერია: თავისუფალი სამყარო მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ
  • 616ნახვები

ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ სიღრმეში შედის რუსული ოკუპაცია. ამ კრიზისის გაღრმავება მხოლოდ ჯარზე კი არ არის დამოკიდებული, რაც ძალიან დიდი საფრთხეა და ვიხილეთ კიდეც 2008 წელს, არამედ მტერი გვებრძვის ქვეყნის შიგნით, რომ მორალურად გაგვტეხოს, ჩვენი ქვეყნის რწმენა დაგვიკარგოს, შეგვაგუოს, რომ ჭაობი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელსაც გარედან კარნახობენ, თუ როგორ იცხოვროს და იყოს ისეთ უბედურებაში, როგორშიც ყველა პუტინის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანაა.

მთავრობა, რომელსაც არ აქვს იმის ამბიცია, რომ ქვეყანაში სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვა იყოს დაცული, სათავეში ყოფნას არ იმსახურებს. ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ შემდეგ წუწუნს აზრი არ ექნება, თუ ახლა არ გაინძრევი და საკუთარ ქვეყანას თავადვე არ მიხედავ.

ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსებს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, თუმცა მათთვის მოტივაციის მიტანაში თქვენ, ადგილობრივ ლიდერებს დიდი როლი გეკისრებათ. 

მტრის ჯართან ერთად ყველაზე საშიშია, როცა ქვეყანას საფუძველს უთხრიან და ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამიტომ არის ძალიან საშიში - ის ქადაგებს, რომ უზნეობა არის ნორმალური ამბავი, ტყუილი მოსულა ყოველდღე, ყველა უნდა იყოს გასვრილი, კარგი არავინაა, ყველა ერთმანეთზე უარესია, პოლიტიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება არის სიბინძურის ადგილი. შეხედეთ მათი ორი ბანაკის დაპირისპირებას, პირდაპირ გვეუბნებიან რომ ერთმანეთზე საუბრისას წარსულში გვატყუებდნენ - ეს არის ის რის დანერგვასაც პუტინის რუსეთის მსგავსი რეჟიმები ცდილობენ, რათა მორალურად გაგვტეხონ

თუმცა მე მინდა გავიხსენო ილიას სიტყვები - "ვისაც პატრიოტობა და ლიბერალობა სირცხვილად არ მიგაჩნიათ, დადექით საქართველოს მომავლის სადარაჯოზე". ასევე ილიას სიტყვებია: "სასოწარკვეთა ყველაზე ცუდი რამ არის, რადგან ადამიანს მცონარეს ხდის და თუ ჩვენ თავად არ გავინძერით, სხვისგან ნურაფერს ველით". თავისუფალი სამყარო და დასავლეთი მხარს გვიჭერს, ოღონდ ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ და ახლა, 2 ოქტომბერს ამ მოქმედების შანსი გვაქვს. 

თქვა გიგა ბოკერიამ გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა