logo
ENG


ბოკუჩავა სააკაშვილზე: შეასრულა სიტყვა და დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში
  • 1089ნახვები

ვთვლი, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იხმობს პრეზიდენტ სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ალბათ, ისეთივე შეშინებული და აგონიური გამომეტყველებით აკეთებდა ამ განცხადებას, როგორი სახეც ვიხილეთ ევროკავშირის ოფისის წინ, როდესაც მას მოუწია სიმართლის მოსმენა ნიკა მელიას მხრიდან. ახლა მან მოისმინა მორიგი სიმართლე სააკაშვილის მხრიდან, რომ მან შეასრულა საკუთარი სიტყვა და ის დაბრუნდა, ჩამოვიდა საკუთარ სამშობლოში.

შსს რამდენად არაკომპეტენტურია და რამდენჯერ შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მათ არ იცოდნენ, რომ შემოსული იყვნენ, ბევრჯერ გვინახავს. შსს-ს არაკომპეტენტურობაზე დამატებითი კომენტარი არ არის საჭირო. 

ამბობს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა. დღეს, სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. შსს-ში ამბობენ, რომ მას საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ოცნებაში კი ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის.



ასევე ნახეთ
close დახურვა