logo
ENG


მელია: უპრეცედენტოა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არაა, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა
ნიკა მელია
03 ოქტ, 2021 06:42
მელია: უპრეცედენტოა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არაა, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა
  • 1675ნახვები

მას შემდეგ, რაც მოაწყვეს ზეიმი, განსაკუთრებით თბილისში და მალევე დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ არ აქვთ საქმე, წარმოდგენა არ აქვთ ახლა რა უნდა აკეთონ. ხელოვნურად აქვთ უბნებზე შეჩერებული შემაჯამებელი ოქმების დაწერა და ამ ოქმების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ამ ოქმებს დაათვლევინებენ ხუთჯერ, მერე მოგონილი მიზეზებით გადაათვლევინებენ მეექვსედ, მეშვიდედ და შედეგად, კაციშვილი ამ ქვეყანაში, ცესკოს სახით პასუხისმგებელი აღარავინ არსებობს. უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ფორმულას ეთერში. უბნების დახურვიდან 10 საათზე მეტი გავიდა, თუმცა ცესკო-ს ამ დრომდე წინასწარი მონაცემები არ გამოუქვეყნებია.



ასევე ნახეთ
close დახურვა