logo
ENG


სააკაშვილი: დღეს ბედმა გამიღიმა, შევძელი დამეყვირა - "მიყვარხართ"
  • 2972ნახვები

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები.

ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე მისი მორიგი წერილი გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხის გისოსებიდან მიესალმა მხარდამჭერებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა