logo
ENG


მელია: ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში ქართველი ერის სილა მოხვდება, სიამოვნებით გავაკეთებ მეც
ნიკა მელია
02 ნოე, 2021 19:45
მელია: ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში ქართველი ერის სილა მოხვდება, სიამოვნებით გავაკეთებ მეც
  • 1484ნახვები

ვერცერთი "კანონიერი ქურდი" ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. ვერცერთი "კანონიერი ქურდი" და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგსამოფარებული ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მე პირადად. [...] პოლიციელები "კანონიერ ქურდებს" ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი. კრიმინალი ხელისუფლების სახითაა წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში. ვერცერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიხარებს. აი ლავასოღლი, ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები. 

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბათუმში საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა