logo
ENG


კალაძე: კაცურად გპირდებით, ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს
კახა კალაძე
08 დეკ, 2021 16:50
კალაძე: კაცურად გპირდებით, ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს
  • 754ნახვები

ჩემს თანაგუნდელებს მინდა მოგიწოდოთ, ყველას, რომ არცერთი დღე, არცერთი წამი არ დავკარგოთ უსაგნო კამათისთვის. სრულად ვიყოთ ორიენტირებულები საქმეზე, თბილისის და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, იმ ბრალდებაზე, იმ დესტრუქციაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არს ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისის და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. 

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისელების მხარდაჭერა, თბილისელების თანადგომა იქნება ამ ყველაფერში, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში და ადამიანურად, კაცურად გპირდებით, რომ ისეთ კარგ პროექტებს გავაკეთებთ, რომ ყველამ იამაყოს და რა თქმა უნდა, 4 წლის მერე, როდესაც შევხვდებით ერთმანეთს, თვალებში შეხედვის არ შეგვრცხვება. 

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა