ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. შემოთავაზებაც გვქონდა ბიძინა ივანიშვილისგან, მგონი, შარშან, რომ იქნებ დავამთავროთო... მას უნდა რომ ყველა მასთან ვალში იყოს ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. ეს მოახერხა ქვეყნის მასშტაბით, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების გაცემის მეშვეობით, ეს ყველაფერი რეალობაა. ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო არის სიმართლე. უნდა დავიწყოთ სიმართლის თქმა
განაცხადა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ.