logo
ENG


ელჩი: არ დავთმობთ ევროპულ უსაფრთხოებას, საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: "ძალა ერთობაშია!"
კელი დეგნანი
11 იან, 2022 18:38
ელჩი: არ დავთმობთ ევროპულ უსაფრთხოებას, საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: "ძალა ერთობაშია!"
  • 1446ნახვები

[...] მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას.

შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს.

ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: "ძალა ერთობაშია!"

ნათქვამია აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა