logo
ENG


კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა
კახა კალაძე
26 იან, 2022 11:38
კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა
  • 1036ნახვები

ყველას კარგად მოგეხსენებათ, უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. 

უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში, თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც აქეთკენაა მიმართული და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. 

 

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა