logo
ENG


ყაველაშვილი: გუნდი, პირველ რიგში, სტუმარია, მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელს"
  • 2221ნახვები

ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში. გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში სტუმარია და აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას, ვის სტუმარ-მასპინძელზეც გაზრდილები ვართ და სწორედ ამ ღირსებით არის ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება, 

ეს პროვოკაციული ნაწილი, რომელსაც პირდაპირ მინდა დავარქვა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, მათ მივმართავდი, რომ სარაგბო მატჩზე კი არ მოახდინონ პროვოკაცია, კახეთის გზატკეცილზე მივიდნენ და საკუთარ ლიდერებს მოსთხოვონ პასუხი, 2008 წელს ხელი რომ მოაწერეს რეზოლუციას.

თქვა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა იმედთან. 27 თებერვალს დინამოს სტადიონზე საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი გაიმართება. აქტივისტები გეგმავენ, სტადიონზე უკრაინის დროშები გაშალონ.  

 



ასევე ნახეთ
close დახურვა