logo
ENG


ზელენსკი: ჩვენი ჯარითა და სულის სიმტკიცით, ჩვენ გავიმარჯვებთ
  • 432ნახვები

იცით, მივეჩვიეთ იმის თქმას, რომ ორშაბათი მძიმე დღეა. უკრაინაში ომია. ყოველი დღე ორშაბათია. ამ ვითარებაში ყოველი დღე და ყოველი ღამე ასეთია. დღეს ჩვენი ბრძოლის მე-12 საღამოა. ჩვენი თავდაცვის. ყველანი ადგილზე ვართ. ყველა ვართ იქ, სადაც საჭიროა. მე კიევში ვარ. ჩემი გუნდი ჩემთანაა. ტერიტორიული თავდაცვა ადგილზეა. ჯარი თავის პოზიციებზეა. ჩვენი გმირები, ექიმები, მაშველები, დიპლომატები, ჟურნალისტები, ყველანი ვიბრძვით. ყველას წვლილი შეგვაქვს ჩვენს გამარჯვებაში, რომელიც აუცილებლად დადგება. ჩვენი აღჭურვილობით და ჩვენი ჯარის სიძლიერით, სიტყვის ძალით და ჩვენი დიპლომატიით, ასევე სულის სიმტკიცით, რომელიც ყველას გვაქვს, ყველა გავიმარჯვებთ

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა