პროცესი იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა, ამ შემთხვევაში გვარამიაზე არ ვსაუბრობ მარტო, სხვა პატიმრებზეც, ეს არ არის ჩემი საზრუნავი. ამისთვის გვყავს პროკურატურა და სასამართლო, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში გახდა იმდენად ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე, აბსოლუტად ღია, უამრავი რეფორმა განხორციელდა, და ჩვენ მთელი ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით, საერთო სტატისტიკას თუ ავიღებთ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ წინ - ყველა მიმართულებით
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, სადაც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.