logo
ENG


ზურაბიშვილი: საჭიროა პარტნიორებთან მუშაობა და არა მათი გალანძღვა
  • 773ნახვები

საჭიროა პარტნიორებთან მუშაობა და არა მათი გალანძღვა ან მათზე კრიტიკების გზავნა, აქედან რაც ისმოდა. ჩვენ თუ გვინდა, რომ არ იყოს ასეთი კრიტიკული განწყობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მაგალითად, საჭიროა მეტი მუშაობა ევროპარლამენტარებთან, ბრიუსელში, პიარზე, რომ ვაჩვენოთ, რა არის რეალურად საქართველოს დღევანდელი, რაც გვინდა, რომ გავიტანოთ. ამიტომ ჩვენ იმათ კიარ უნდა ვაკრიტიკებდეთ, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ან რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ არ დავიმსახუროთ კრიტიკა, ან თუ ვთვლით, რომ არ არის დამსახურებულელი, ე.ი. რაღაც არის მომენტი, როცა ჩვენ ვერ ავხსენით, არ ავხსენით, არ იყო მიტანილი სწორ ადრესატებამდე ის რეალობა, რომელიც გვინდა, რომ წარვადგინოთ.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა