logo
ENG


მდინარაძე: საქართველოს მეგობრებს მოვუწოდებთ, გაემიჯნონ ომისა და სანქციების მოწოდებებს
  • 522ნახვები

ამ პირობებში, როდესაც გვყავს ერთი მხრივ მტერი და მეორე მხრივ მეგობრები, მეგობრების ნაწილი რაღაც კითხვებზე მკაფიოდ არ გვცემენ პასუხს. მაშინ ჩვენი თხოვნაა, რომ გაემიჯნონ აი ამ ომის ნარატივებს, გაემიჯნონ სანქციების მოწოდებებს.

ეს ეხება ყველას აბსოლუტურად [არა მხოლოდ აშშ-ის ელჩის] ოღონდ გამონაკლისის გარეშე, მაგალითად ყველას ვინც არ გაემიჯნა ომის მოწოდებებს... გაემიჯნოს ომის მოწოდებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან, იქნება ეს ჩვენი ქვეყნის მეგობარი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია. ეს არის ჩვენი თხოვნა და მკაფიო იქნება ყველაფერი, ვეღარ მოახდენენ მისი სახელით სპეკულირებას.

განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა