ჩვენ მიერ გატარებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად ჩვენ პირველ 6 თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10,5%. ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში. მე მაქვს ხშირი კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და ძალიან გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა.
ამბობს პრემისმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.