logo
ENG


პოდოლიაკი: სასურველია, რუსეთის მხარეს მყოფმა ქართველმა ოლიგარქებმა საფასური გადაიხადონ
  • 591ნახვები

ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა, როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია, შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა. მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ. ბევრი ფული აქვთ. ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა, მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ.

თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მთავარ არხთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა