logo
ENG


რიჟვაძე: სახალხო დამცველს, ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ, "ნაცების" დამცველია ეგ
  • 482ნახვები

მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ეს ღონისძიებები, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა, ალბათ სახალხო უნდა მოვაშოროთ და უფრო "ნაცებთან" შეზრდილი ორგანიზაციის, "ნაცების" დამცველი სახალხო დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა მინდა განმარტება გავაკეთო, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მითუმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას

ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დამცველის მიერ ბათუმში დაგეგმილ სამშენებლო რეგულაციებზე ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას. ომბუდსმენი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.



ასევე ნახეთ
close დახურვა