logo
ENG


ზურაბიშვილი: საბჭოთა წარსული უეცრად ბრუნდება, როდესაც ვიღებთ მოსმენებზე კანონს
  • 778ნახვები

საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ - ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის რაღაც გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში, ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ.

თქვა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მოსმენების კანონს ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ქართული ოცნების უმრავლესობა კი მის დაძლევას აპირებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა