logo
ENG


ზურაბიშვილი: როგორიც არ უნდა ყოფილიყო რუსეთის უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა
  • 632ნახვები

უკრაინამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ წარმოებული ამ ძალზე მამაცი და მტკიცე ბრძოლით, ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. შესაძლოა, ჯერ ყველას არ შეუძლია ამის დანახვა, მაგრამ ეს რეალობა სულ სხვაა.

პარადოქსია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს მოხდა რუსეთის შემოჭრა თბილისში (აქ არ ვთვლი ძველ დროებს) და 2022 წლის 24 თებერვალს დასრულდა საუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაცია, დასრულდა ის საბჭოთა კავშირი, თუნდაც დღევანდელი რუსეთი და მსოფლიოს ზოგიერთი კუთხე ამას ჯერ ვერ იაზრებდეს. სინამდვილეში, უკრაინელი ხალხის ბრძოლამ უკვე სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილს (როგორც ეს გვეგონა და შეიძლება არც ეს იყო სიმართლე) დაძლევა.

თქვა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" სიტყვით გამოვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა