ბოდიში, უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს, ვერ გავიგე? მით უმეტეს, თუ ამბობთ, რომ სუსტადაა, არ შევაწუხოთ ის ადამიანი. კლინიკაშია, მკურნალობს, გადის რეაბილიტაციას და მგონია, რომ არ უნდა შევაწუხოთ თვითონ პატიმრისთვის იქნება ცუდი. ხომ ამტკიცებენ, სუსტადააო? ახლა ტრანსპორტირება უკრაინაში, იქ ომი და უბედურება ხდება თან და უსაფრთხოებაზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?
ამბობს ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა. გუშინ, 6 ოაქტომბერს, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ უკრაინაში წარსულში მომხდარ ფაქტზე უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის, როგორც დაზარალებულის დაკითხვის მიზნით მისი საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.