შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ ქართველი დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვის შედეგად დაშავდა.
წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე. რუსეთის მიერ დღეს უკრაინის ქალაქების დაბომბვას საქართველოს მთავრობიდან ამ დრომდე მხოლოდ პაპუაშვილი გამოეხმაურა.