logo
ENG


იუკნევიჩიენე: საქართველოში ერთი ნამდვილი ოლიგარქია და ამიტომ მოხვდა რეზოლუციაში
  • 608ნახვები

ევროპარლამენტმა ერთხელ უკვე გამოხატა საყუდარი მოსაზრება ივლისში, როდესაც რეზოლუცია მივიღეთ. ნახსენები იყო ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ ეს ნათელია. ჩვენთვის გასაგებია, რომ საქართველო უკრაინისგან განსხვავებულ მდგომარეობაშია, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი საუბრობს, რომ მათ სურს უკრაინის მსგავსი კანონის მიღება, მათ უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოში მთლიანად სხვა სიტუაციაა, რადგან ყველა ხედავს, რომ საქართველოში არის ერთი ოლიგარქი , ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს და ზუსტად ამიტომ მოხვდა ის ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამ შემთხვევაში ჩვენს შენიშვნებშიც იგივე არგუმენტებს ვეყრდნობით, რაც ივლისში რეზოლუციის დროს გვქონდა.

ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს ჩავწეროთ წლიურ ანგარიშშიც. მოხვდება თუ არა დოკუმენტში, ამას ვნახავთ, თუმცა რეალობა არ იცვლება. დეოლიგარქიზაცია ასევე ნახსენებია ევროკომისიის მოთხოვნებში. ეს ყველა სხვა პრობლემაზე - პოლარიზაციაზე, პოლიტიკური მართლმსაჯულებასა და მედიის კრიტიკულ სიტუაციაზე მნიშვნელოვანია. ასევე, ეს საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთთანაც. ეს მიანიშნებს იმაზეც, თქვენ სად ხართ. ბრუტალური ომი მიმდინარეობს და ყველა შოკშია, ვინც საქართველოს აკვირდება, რადგან ქვეყანა არ არის იმ მხარეს, რომელიც ცდილობს ზეწოლა მოახდინოს კრემლის რეჟიმზე.

განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულას ეთერში. 

ევროპარლამენტარები საქართველოს EU-სთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის სანქცირებასა და კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელებისადმი თავდასხმებზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა