logo
ENG


ზელენსკი: ყველა ვგრძნობთ, რომ ჩვენი გამარჯვება ახლოვდება, რადგან ვინარჩუნებთ ერთიანობას
  • 638ნახვები

დღეს კვირაა. მე ჩემს კაბინეტში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა. ოფისი მუშაობს, კიევი არ ჩერდება, ქვეყანა არ ჩერდება. მიმოიხედეთ ირგვლივ – ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი გამარჯვებისთვის იბრძვიან და უწყვეტად მუშაობენ. ფრონტზე დასვენების დღეები არ არის. მაშველები და მესაზღვრეები დასვენების დღეების გარეშე მუშაობენ. ექიმები, რომლებიც ეხმარებიან დაჭრილებს, დასვენების დღეების გარეშე არიან. ექიმები, რომლებიც ჩვენს შვილებს ეხმარებიან, ასევე მუშაობენ დასვენების დღეების გარეშე. უკრაინელ ელექტრიკოსებს, რომლებიც ირანულ დრონებს ებრძვიან, მოსვენება არ აქვთ. ყველა ჩვენი გადამზიდი, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომლებიც უზრუნველყოფენ თავდაცვას, უკრაინის რკინიგზა და ყველა სახელმწიფო კომპანია. ბიზნესი გვეხმარება. მოხალისეები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია. სამხედრო საწარმოები, რომლებიც არემონტებენ და აშენებენ სხვა და სხვა აღჭურვილობასა და ტექნიკას. დიპლომატები, რომლებიც 263-ე დღეა უწყვეტად მუშაობენ. ასევე კომუნიკაციების მუშაკები, უსაფრთხოების ძალები, ასობით სხვა სფეროს და ინდუსტრიის წარმომადგენლები, ათასობით ორგანიზაცია და საწარმო, მილიონობით ადამიანი. ყველა ჩვენგანი უკვე გრძნობს, როგორ ახლოვდება ჩვენი გამარჯვება. იმიტომ, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას, ვინარჩუნებთ ენერგიულობას და ვიცით, რომ ჩვენ მართლები ვართ ჩვენს მიწაზე. და მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების შემუშავებაში. განთავისუფლების ნაბიჯები.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა