მე ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ომი უკვე წააგო. მისი ომი წაგებულია და საუბარია მხოლოდ ვადებზე, როდესაც პუტინი ან წავა ან გაიტანენ კრემლიდან. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, დღეს უკრაინას არ აქვს ისეთი ქეისი, რომლის მიხედვითაც მას მოლაპარაკებების წარმოება შეუძლია. პუტინს ესმის მხოლოდ ულტიმატუმების, ძალის ენა და ამ ენით უნდა უკრაინასთან საუბარი... არასოდეს უკრაინული საზოგადოება და ზელენსკი არ დაეთანხმება, რომ თუნდაც ერთი სანტიმეტრი უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებულ მდგომარეობაში იქნება პუტინის მიერ.
პუტინი ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რადგან ამ ძალაუფლების შენარჩუნება არის მოპარული მილიარდების და თავისი ცხოვრების შენარჩუნება. ძალაუფლების შენარჩუნება სიცოცხლის შენარჩუნებას უდრის. იმისი წარმოდგენა, რომ პუტინი მშვიდად მიდის და ყველაფერი თითქოს კარგად არის წარმოუდგენელია. მან მარცხი განიცადა, ის არის ლუზერი.
განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა ფორმულას ეთერში.