logo
ENG


ღარიბაშვილი: საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას ყველა მიმართულებით
  • 400ნახვები

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას. არავინ არ დაობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, 10 თავით უსწრებს უკრაინას, მოლდოვას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი არ შეცვლილა, გარდა ერთი, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით. არ მინდა ციტირება მოვახდინო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, დაახლოებით იგივე დათქმებით, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა