logo
ENG


კობახიძე სააკაშვილზე: ტიმოშენკო მე-2 დღეს წამოხტა ეტლიდან, ასეთი სიმულაცია ხომ არაა?
  • 319ნახვები

ვერც ერთი თქვენგანი [ოპოზიციიდან] ვერ საუბრობს დიაგნოზზე და ასევე ვერ ამბობს ემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას და ა.შ. ასეთ პირობებში ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ მეგობარს იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა ეტლით და ეს იყო მისი პირველ და ბოლო გამოჩენა ეტლით. მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან. ხომ არ გვაქვს ასეთ სიმულაციასთან საქმე?

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. იულია ტიმოშენკო 2007-2010 წლებში უკრაინის პრემიერმინისტრი იყო. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო, 2011 წელს ის დააკავეს და გაზის საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს. საერთაშორისო საზოგადოებამ ტიმოშენკოს პატიმრობა გააკრიტიკა და მას იანუკოვიჩის რეჟიმის პატიმარი უწოდა. ტიმოშენკო ციხიდან 2014 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა