logo
ENG


რუმინეთის საგარეო მინისტრი: ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს
  • 259ნახვები

მეორე სესია რუმინეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან ერთად არიან პარტნიორი ქვეყნები. პარტნიორები დასავლეთ ბალკანეთში, შავი ზღვის რეგიონში - საქართველო, ბოსნია ჰერცეგოვინა და მოლდოვის რესპუბლიკა. მოუთმენლად ველი დღევანდელ განხილვას და მის შედეგებს. ჩვენ გავუსვამთ ხაზს ალიანსის უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვიცავთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელშიც წერია, რომ საქართველოც და უკრაინაც ალიანსის წევრები გახდებიან, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება.

განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკომ ბუქარესტში, სადაც NATO-ს მინისტერიალი მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა