logo
ENG


ხოშტარია სააკაშვილზე: ექიმები წერენ, სიკვდილის რისკია, არ გვაქვს უფლება ჩვეულებრივ ვიცხოვროთ
  • 500ნახვები

ეს ძალიან საშიში მდგომარეობა და ცეცხლთან თამაშია. გასაგებია ყველანაირი პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ბოღმა თუ რაღაც დაკვეთების შესრულება, მაგრამ როდესაც ექიმების მიერ წერია, რომ არის კომის და სიკვდილის რისკი, მითითებულია კონკრეტული დაავადებები, არავის გვაქვს უფლება, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება და არ მოვითხოვოთ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრა. აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობაა სხვადასხვა დოზით. არც კი მინდა ვიფიქრო, რა ეს არ გამოსწორდა ძალიან სწრაფად, რა შეიძლება მოხდეს. არცერთი მოქალაქე არ უნდა იყოს ამ მდგომარეობაში ციხეში და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხე არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მშვიდობის, ზნეობის და ყველაფრის საფრთხე.

მხარს ვუჭერ აბსოლუტურად ყველა წამოწყებას, იქნება ეს ოჯახის, პარტიის თუ არაპარტიული და რომელიც მოემსახურება ამ საკითხის გადაჭრას და ასევე, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა ყველაფერში, რაც სწრაფად შეუწყობს ხელს, რომ ეს საკითხი გადაიჭრას.

ბოლომდე ვუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს და მზად ვარ, ყველანაირად ჩავერთო ამ საკითხის უსწრაფესად გადაწყვეტაში, რაც არის ერთადერთი - საზღვარგარეთ მისი სამკურნალოდ გაშვება. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ეს საკითხი არ გადაიჭრება.

ამბობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ცენტრ ემპათიის ცნობით, სააკაშვილს 10-მდე წამყვანი დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.



ასევე ნახეთ
close დახურვა