logo
ENG


ალასანია: ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზე გაუარესებულ მდგომარეობას
  • 385ნახვები

ყველას მოვუწოდებ პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისაგან, გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისაგან. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის სიცოცხლე-სიკვდილის საკითხი და ყველას ვთხოვ ,დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყროს და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. ჩემი შვილი არ აპირებს, რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში. იმედი მაქვს, სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზე გაუარესებულ მდგომარეობას, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილისა და ჩვენი ოჯახის ღირსებას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა