logo
ENG


ამაღლობელი: გააზრებული ბოროტებაა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა ვიწრო პოლიტიკურ ჭრილში თარგმნო
  • 806ნახვები

ქართული სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ ცნობიერი გათელვა მარტო უვიცობა არ არის. ეს არის შემტევი აგრესიული სიბნელე მათი მხრიდან. ეს ის კი არ არის, რომ რაღაცები არ იციან და მაჩანჩალა ხალხია. ეს არის სრულიად გააზრებული ბოროტება, როდესაც ქვეყნის, სახელმწიფოს სიყვარულს, იმ განცდას, რომელსაც ამ ქვეყნის ყველა შვილი ატარებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იმ სოლიდარობას, იმ განცდას და იმ ვაჟკაცურ ნაბიჯებს ქართველი ხალხისა, ამ ყველაფრის რაღაც ვიწრო პოლიტიკურ-პარტიულ ჭრილში გადათარგმნა არის საზარელი და ამაზრზენი. ჩვენ, ყველა, ვისაც კალამი ხელში გვიჭირავს და რამეს ვწერთ, მათ ვპირდებით, რომ ისინი დარჩებიან ისტორიაში იმად, რადაც დაიმსახურეს.

პოეტი რატი ამაღლობელი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულააში გამოეხმაურა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "ომის პარტიის ორგანიზებით მიდიან ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში".

 



ასევე ნახეთ
close დახურვა