logo
ENG


კელი: ინდივიდუალური პირების დასანქცირების პრეცედენტი არსებობს, არაა გამორიცხული ისევ მოხდეს
იან კელი
20 მაი, 2024 22:50
კელი: ინდივიდუალური პირების დასანქცირების პრეცედენტი არსებობს, არაა გამორიცხული ისევ მოხდეს
  • 383ნახვები

არსებობს პრეცედენტი დასანქცირებისთვის ინდივიდუალური პირებისა, რომლებიც იყენებდნენ სახელმწიფოს და ფინანსურ პოზიციას, მაგალითად უკრაინაში, მოლდოვაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები ოლიგარქებს. არ არის გამორიცხული რომ ეს თავიდან გაკეთდეს. ყველა ვინც ხმა მისცა ამ კანონს, ვინც მხარს უჭერს ამ კანონს ჩემი აზრით, როგორიც არის პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ღარიბაშვილი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი] - ისინი ხაზს უსვამენ იმას რომ ეს არის ხალხის ნება, მათ ხალხის ნების იგნორირება მოახდინეს. უნდა დადგეს შედეგები ვინც მიიღო და ვინც მხარს უჭერს.

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]

*POLITICO-მა მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, რომლის წარდგენასაც აშშ-ის კონგრესში კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ აპირებს და რომელიც სანქციებს ითვალისწინებს. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება. 

 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა