logo
ENG


ზარქუა ზურაბიშვილზე: თუ სკამი ცუდად იდგა და ამის გამო არ მივიდა, ერჩივნა ეთქვა, რომ ავად იყო
  • 628ნახვები

ეს პირველად მესმის, არ ვიცი, რამდენადაც გავიგე დღეს ამბასადორიალია, წლის განმავლობაში ყოველთვის იმართება, სადაც ჩვენი პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენს ელჩებთან ერთად [ესწრება]. ხდება იმ მიღწევების და გამოწვევების შესახებ საუბარი, შემაჯამებელი საღამოა და აქ პრეზიდენტი რომ არ მივიდა, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე მგონია, ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, წესით უნდა იყოს და რადგან არ მივიდა... არ ვიცი ახლა, სკამის დადგმის გამო, შეიძლება... გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო. მე უფრო მეგონა, რახან არ დაესწრო, მეთქი ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა თქო. კიდევ ვამბობ, თუ ეს არის მიზეზი, უფრო რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე. იმიტომ რომ, თუ პროტოკოლით სიტყვა ვიღაცაზე წინ თუ ადრე თქვა, ამის გამო, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას რომ არ ესწრები, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს შენ სიტყვა არ დაგითმეს, თუ სკამი ცუდად დგას და ამის გამო არ მიხვიდე, მე მგონია ერჩივნა, ის მიზეზი, რაც მე ვთქვი, რომ ავად იყო", - თქვა ზარქუამ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა