logo
ENG


კალაძე: ივანიშვილმა დაამთავრა ენმ, ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და განვითარებამ
კახა კალაძე
31 იან, 2023 16:53
კალაძე: ივანიშვილმა დაამთავრა ენმ, ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და განვითარებამ
  • 437ნახვები

ბიძინა ივანიშვილი - ერთი ადამიანი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, მის ირგვლივ გააერთიანა სრულიად საქართველო, პოლიტიკური პარტიები. მანამდე გვახსოვს, თუ როგორ სრულდებოდა პოლიტიკური პარტიების მცდელობები არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა ნაციონალური მოძრაობა - ის სიბინძურე, სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა.

ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ და განვითარებამ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დღეს ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი კარგადაა და უბედნიერესი ვართ. ცხადია, უამრავი გამოწვევა, უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ერთად, არსებულ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა