logo
ENG


მელია ხაბეიშვილზე: კაპიტულანტური პოზიციაა, იმედია, რაციონალურობას დაუბრუნდებიან
ნიკა მელია
02 თებ, 2023 22:47
მელია ხაბეიშვილზე: კაპიტულანტური პოზიციაა, იმედია, რაციონალურობას დაუბრუნდებიან
  • 657ნახვები

[არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ] ამ 48 საათში დავინახე უფრო მეტი შეცდომა, იმედია პოზიციები გადახედილი იქნება და რაციონალურობას დაუბრუნდებიან, ვინაიდან ეს საერთო ბრძოლას წარმატებას არ მოუტანს. განცხადება, რომელიც თავიდან მეგონა ცოტა ირონიული და ვიფიქრე, ირონიას შეიცავდა, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა, მარტივად რომ ვთქვათ, კაპიტულანტური პოზიციაა. კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე.

ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, მერე დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, მერე რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვა და ასე ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც მე უბრალოდ გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ, სიამაყით არ განუცხადებია. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა, არა იმიტომ, რომ ლიკვიდაცია მოვახდინოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის.

 

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში. 

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ენმ მზადაა, პარლამენტი და საკრებულო დატოვოს და ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი "ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილსაც გადაუფორმოს"

 


ასევე ნახეთ
close დახურვა