logo
ENG


მელია: ენმ-ის გარშემო კონსოლიდაცია ადვილი არაა, ყველა ძალამ უნდა ვიპოვოთ ძალა ჩვენში
ნიკა მელია
06 თებ, 2023 22:16
მელია: ენმ-ის გარშემო კონსოლიდაცია ადვილი არაა, ყველა ძალამ უნდა ვიპოვოთ ძალა ჩვენში
  • 449ნახვები

ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ თავს მოხდა უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის მერე.

ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა პარტიის შიგნით ყველა ძალამ უნდა ვიპოვოთ პირველ რიგში ძალა საკუთარ თავში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადავდოთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ. ამის შემდეგ, ბუნებრივია, დავუბრუნდებით იმ პროცესს, რომელიც როგორც წესი, ნორმალურია პოლიტიკური პარტიებისთვის, მაგრამ არა ამ დროს, როდესაც ფორსმაჟორული მდგომარეობაა.

მიხეილ სააკაშვილის გარშემო ახლა კონსოლიდაცია ჩვენი მეცადინეობით ადვილი აღარ არის. მე დარწმუნებული ვარ, ახლა აქ ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი 9 ნოემბრიდან მოყოლებული. მე პირობა ვაძლევ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა ყოფილიყო ამ თვეების განმავლობაში, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ისევე როგორც სხვების მოვალეობაა და ამას არანაირი ბიუროკრატიული თანამდებობა არ სჭირდება.

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.  სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. ის პატიმრობაში რჩება. ნაციონალური მოძრაობის წევრები პარტიის ოფისში იკრიბებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა