logo
ENG


ხაბეიშვილი: 9-ზე გაკეთდება საგანგებო განცხადება პარტიაში, ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან
  • 379ნახვები

პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად და ლაღად, როგორც აქამდე იყო, იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილებში, ბრიფინგებს მართავდნენ, ასე ვერ იქნებიან. საღამოს 9 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, სხვადასხვა რაიონებში, ქალაქებში კონკრეტულ დღეებს, ლოკაციებს და საათებს. ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის, დედაქალაქში... ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვართ ასეთ მდგომარეობაში, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს

თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა