logo
ENG


ზელენსკი: ისტორიული შედეგი უკრაინისთვის ყოველთვის უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩანს
  • 392ნახვები

ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი. ამ დღეებში ყველგან ვლაპარაკობდი, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი. არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხმება და მივიღეთ კარგი სიგნალები. ამ კვირაში მადლიერების ბევრი სიტყვა ვუთხარი ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ყველას, ვინც გვეხმარება. და ახლა მინდა, მადლობის სიტყვები თქვენ გითხრათ, უკრაინელებს. ჩემთვის ყოველთვის პატივია წარმოვადგენდე უკრაინას და ვამაყობ, ჩვენი ლამაზი და ძლიერი ხალხით. ვამაყობ უკრაინელების გამბედაობით, სიმტკიცით, ეფექტიანობით. ვამაყობ ყველა თქვენგანით, რომელიც იბრძვის და მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობას ვუხდი საჰაერო ძალებს. გავაკეთებ ყველაფერს, რომ უზრუნველვყო თქვენთვის თანამედროვე და ეფექტიანი ფრთები. ისტორიული შედეგი უკრაინისთვის ყოველთვის უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩანს. დიდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს! დიდება ჩვენს ლამაზ ხალხს! დიდება ყველას მსოფლიოში, ვინც მზადაა, ჩვენთან ერთად იბრძოლოს თავისუფლებისთვის.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა