ამ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ და ასევე წერია, რომ დაევალა ევროკომისიას, იმუშაოს სასწრაფოდ მის პირად სანქცირებაზე. ბატონი ბიძინა, თამაში დასრულებულია, უმძიმეს რეალობაში იმყოფებით თქვენ, უმძიმეს რეალობაშია რუსული ოცნება. და ჩვენდა სამწუხაროდ, უმძიმეს მდგომარეობაში აყენებთ ჩვენს ქვეყანას. სასწრაფოდ მოგიწოდებთ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ, იმიტომ, რომ ჩვენი შვილების მომავალს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებებისა, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში, იმიტომ, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური დოვლათი, თავისუფლება, დემოკრატია, უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყანა იყოს ტერიტორიულად მთლიანი.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.