აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც უჭირავს რუსული, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია. უბრალოდ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი, რომელიც ჩვენი პრობლემების მთავარი წყაროა - უსაფრთხოების, სუვერენიტეტის - ამის ხსენებაც კი ამ ხელისუფლებისთვის პრობლემაა.
25 თებერვალი, დღე, რომელიც ისტორიულად არის კონკრეტულად რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებული, რუსეთის იმპერიასთან, რომელსაც დღეს ებრძვის უკრაინა - ამის ხსენებაც კი უჭირთ მათ [საქართველოს ხელისუფლებას]. ამაზე მეტი ტესტი არ არსებობს, როგორი მთავრობა არ უნდა გყავდეს.
განაცხადა მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელშიც რუსეთი არაა ნახსენები და საბჭოთა ოკუპაცია "ტრაგიკულ მოვლენადაა" შეფასებული.