logo
ENG


მელია რუსულ კანონზე: უბრალოდ ანტიკონსტიტუციური არაა, თავდაყირა აყენებს ქართულ სახელმწიფოს
ნიკა მელია
06 მარ, 2023 18:30
მელია რუსულ კანონზე: უბრალოდ ანტიკონსტიტუციური არაა, თავდაყირა აყენებს ქართულ სახელმწიფოს
  • 335ნახვები

ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ვკარგავთ იმას, რაც უკვე გვაქვს, ანუ ქართული იდენტობა. მჯერა, რომ ქართული იდენტობის, ქართული სახელმწიფოს ისტორიული მონაპოვრის დაცვა, შესაძლებელია, მხოლოდ დაცულ ერთობაში და ასეთი დაცული ერთობა წარმომიდგენია მე მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ოჯახი, რომელიც იცავს შენს იდენტობას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც აოხრებს და გინადგურებს იდენტობას. "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი" როდესაც ითქვა, ეს ნიშნავს რას? დღეს შენ გართმევენ არა უბრალოდ ევროპელობას, არამედ ქართულ იდენტობასაც. ბოლშევიკური კანონპროექტი არ უნდა გადაიქცეს კანონად. ბოლშევიკური კანონი გულისხმობს თითოეული თქვენგანის, ჩემი, თქვენი და ყველა მოქალაქის პოზიციის რეგულაციაში მოქცევას. ეს არანაირად არ უკავშირდება გამჭვირვალობას. უკავშირდება სრულ კონტროლს...

იმ კულტურის გაცოცხლება უნდათ, რომ ვიღაც ადამიანი რაღაცას დაწერს თქვენზე და ამის შემდეგ დაიწყება თქვენ წინააღმდეგ ადმინისტრაციული ა სისხლის სამართლებრივი წარმოება და ან დაგაჯარიმებენ, ან დაგაპატიმრებენ და არც გეცოდინებათ, რის საფუძველზე დაიწყო ეს ყველაფერი. ეს გეგმა გულისხმობს სახელმწიფოებრიობისთვის საძირკვლის გამოცლად. ეს არ არის უბრალოდ კანონპროექტი, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, თავდაყირა აყენებს ქართულ სახელმწიფოს.

ამბობს ენმ-ის წევრი ნიკა მელია რუსულ კანონპროექტზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა