საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრად შედგომისთვის. დღეს, როცა ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს ვყოფილვართ. ახლა ყველა ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როცა ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიით, კულტურით, ჩვენი წარსულისა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როცა თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით: "რომ ევროპაში მასპინძლები ვართ".
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე.