logo
ENG


მელია: 15:00 საათიდან ვიკრიბებით რუსთაველზე, რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ შევიკრიბებით
ნიკა მელია
08 მარ, 2023 04:26
მელია: 15:00 საათიდან ვიკრიბებით რუსთაველზე, რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ შევიკრიბებით
  • 878ნახვები

დღეს რუსთაველი ორად არის გაყოფილი - ერთ მხარეს დგას რუსი, მეორე მხარეს ვდგავართ ჩვენ. ხვალიდან, დღის 15:00 საათიდან, საქართველო ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე კვლავ და ასე იქნება ყოველი დღე. მთელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველო, არანაირი რუსი, მანამ სანამ გამარჯვება არ გაფორმდება... რამდენჯერ უნდა დაგვარბიონ?! რამდენჯერაც დაგვარბევენ, რამდენ გაზსაც შემოგვასხამენ იმდენჯერ შევიკრიბებით, ოღონდ კიდევ უფრო მეტნი, ეს არის და ეს. ხვალ, 15:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა