logo
ENG


კალაძე: ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, ჩემთვის ევროპა ღირებულებებს ნიშნავს
კახა კალაძე
08 მარ, 2023 15:44
კალაძე: ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, ჩემთვის ევროპა ღირებულებებს ნიშნავს
  • 490ნახვები

ძალიან ხშირად ოპონენტების მხრიდან მხვდება ხოლმე სტატუსები "აი, კახა, კარგია შოპინგი ევროპაში?" და ა.შ. აღარ შევალ სიღრმეებში. ნიშანდობლივია, რომ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები ჩემი არ აქვთ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ- ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში - მილანში. წარმატებები დაკავშირებულია მილანთან, ევროპასთან, რითაც მე ძალიან ვამაყობ და ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩემი ქვეყნის ტრადიციებით და რა თქმა უნდა, ამ მიდგომით ვზრდი ჩემს შვილებსაც. ჩემთვის ევროპა, მეგობრებო, არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა