logo
ENG


ვაშაძე: არანაირი უკან დახევა, იქნება უკომპრომისო ბრძოლა, მშვიდობიანი აქციები
  • 322ნახვები

გუშინ ნახეთ, რა გააკეთეს ამ მართლა თახსირმა რუსმა ნაძირლებმა. წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების [წინააღმდეგ], რამდენჯერ სცადეს ხალხის პროვოკაცია და როგორ ღირსეულად იდგა ხალხი, რომ ამ პროვოკაციებს არ აყვა და ეს არის რეაქცია ამ ყველაფერზე. რაც მთავარია, ეს ხალხი ძალიან შეშინებულია, მინდა ყველას ვუთხრა. შეშინებულია ასევე ივანიშვილი. არანაირი უკან დახევა, [იქნება] პირდაპირ უკომპრომისო ბრძოლა, მშვიდობიანი მიტინგები, აქციები. იქნება გაჟღერებული აუცილებლად კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა