logo
ENG


ხოშტარია: მოღალატეები დარჩნენ მოღალატეებად, თანმიმდევრული ბრძოლა უნდა გაგრძელდეს
  • 489ნახვები

ხალხის და სიმართლის ძალის რწმენა უნდა დავიბრუნოთ და ეს დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია! მადლობას ვერავის ვეტყვი, ყველა საკუთარი იდეისთვის იბრძოდა და მადლობა უადგილო და უხერხული სიტყვა მგონია.

მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად. შესაბამისად, თანმიმდევრული ბრძოლა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

თავი გვაბია მხრებზე და ამათი ტაქტიკური ტყუილებიც კარგად ვიცით, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე უღირსი ტყუილისთვის. სანამ არ გაფორმდება არაფერია მიღწეული.

ევროპული პერსპექტივის ერთი საფრთხე სავარაუდოდ გადადებულია, მაგრამ პერსპექტივა არ დაბრუნებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. 5. პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვან! 6. ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც წარმატების თუ წარუმატებლობის მიხედვით არ უნდა ირხეოდეს, ხოდა ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრი. მადლობას კი ვეტყვი ყველა პარტიას და არასამთავრობოს კოორდინაციისთვის და თანამშრომლობისთვის (თუნდაც მჟავე სახით)

დღეს ვიქნები 19:00-ზე პარლამენტთან.

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.  ქართული ოცნება და ხალხის ძალა ამბობს, რომ რუსულ კანონპროექტს გაიწვევენ.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა