logo
ENG


ხოშტარია: სიმართლის ძალა ისაა, რაც ამარცხებს რუსულ რეჟიმს და ჩვენ ზუსტად ასე გავაგრძელებთ
  • 232ნახვები

პირველ რიგში, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მართლაც, ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, ერთი წინაღობა ამ კანონის სახით მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის საბოლოო ჯამში ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე ჯერ კიდევ დგას ქართული ოცნება.

ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ვხედავთ უპრეცედენტო კონსოლიდაციას, ვხედავთ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას და ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლის, რომ ყველა ის მოთხოვნა, რაც აუცილებელია ჩვენი კანდიდატობის მისაღებად, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და იგივე კონსოლიდაციით შევუტიოთ მთავრობას და მივაღწიოთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ სიმართლის ძალა არის ის, რაც ამარცხებს რუსულ რეჟიმს და ჩვენ ზუსტად ასე გავაგრძელებთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს არანაირი არჩევანი, არ ვაპირებთ, რომ მთავრობა და ქვეყანა დავუთმოთ ამ რუსულ მთავრობას.

განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სამი პარტიის ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა